Friday, June 29, 2018

კურსის რეფლექსია

 ინტელის კურსი დასრულდა ცხრა სამუშაო შეხვედრის შემდეგ,სადაც სრულად გავიარეთ პროექტების შექმნა, ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე მოსწავლეებში,შევქმენით საკუთარი ბლოგები და ავტვირთეთ ჩვენი ნაშრომები,პერიოდულად ვუკეთებდით ერთმანეთს კომენტარებს ბლოგებზე,ვაფასებდით ერთმანეთის ნამუშევრებს.
კურსის დასასრულს საინტერესო იყო თითოეული მონაწილის პროექტების პრეზენტაცია,რომელიც სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა წარმოადგინეს,სადაც საკმაოდ გასაგებად,საინტერესოდ იყო აღწერილი 21-ე საუკუნის უნარებზე გამსვლელი პროცედურები. დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს საინტერესო პროექტისთვის და მეტად ყურადღებიანი,პროფესიონალი ტერენერის შერჩევისათვის,ვისთანაც მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
პ.ს.მადლობა ქალბატონო ,ლია.  ვისურვებდი რომ მსგავსი ტრენინგები უფრო ხშირად და მეტი დროის დათმობით მიმდინარეობდეს.

2 comments:

  1. გეთანხმებით მართლაც ნაყოფიერი ტრენინგი ჩაგვიტარდა,მოხარული ვარ თქვენი გაცნობით წარმატებებს გისურვებთ

    ReplyDelete
  2. გეთანხმები , მართლაც რომ საინტერესო და ბევრის მომცემი იყო 9დღიანი ტრენინგის კურსი , თავისი საინტერესო მასალებთან ერთად . რაც შეეხება ტრენერს –– ქალბაონ ლია ნავროზაშვილს მართლაც რომ არაჩვეულებრივიპიროვნება და ტრენერია ...უღრმესი მადლობა მას და მასწავლებელთა სახლს ამ მნიშვნელოვანი ტრენინგ – მოდულის გამო .

    ReplyDelete