Friday, June 29, 2018

კურსის რეფლექსია

 ინტელის კურსი დასრულდა ცხრა სამუშაო შეხვედრის შემდეგ,სადაც სრულად გავიარეთ პროექტების შექმნა, ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე მოსწავლეებში,შევქმენით საკუთარი ბლოგები და ავტვირთეთ ჩვენი ნაშრომები,პერიოდულად ვუკეთებდით ერთმანეთს კომენტარებს ბლოგებზე,ვაფასებდით ერთმანეთის ნამუშევრებს.
კურსის დასასრულს საინტერესო იყო თითოეული მონაწილის პროექტების პრეზენტაცია,რომელიც სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა წარმოადგინეს,სადაც საკმაოდ გასაგებად,საინტერესოდ იყო აღწერილი 21-ე საუკუნის უნარებზე გამსვლელი პროცედურები. დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს საინტერესო პროექტისთვის და მეტად ყურადღებიანი,პროფესიონალი ტერენერის შერჩევისათვის,ვისთანაც მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
პ.ს.მადლობა ქალბატონო ,ლია.  ვისურვებდი რომ მსგავსი ტრენინგები უფრო ხშირად და მეტი დროის დათმობით მიმდინარეობდეს.

Saturday, June 23, 2018

მერვე დღე

მერვე დღემ საინტერესოდ ჩაიარა, დღეს შევისწავლეთ ფასილიტაცია,მენეჯმენტი და პროცედურები და ჩემი პროექტის პორტფოლიო ავტვირთე ჩემ ბლოგზე.

Friday, June 22, 2018

მეშვიდე დღე

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღემ საინტერესოდ ჩაიარა,დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლებისათვის ფორმები და სახეები.შევქმენით ჩვენთვის საჭირო რესურსები.

Sunday, June 17, 2018

მეექვსე შეხვედრამაც საინტერესოდ ჩაიარა,ვისწავლეთ მასწავლებლის შექმნილი პრეზენტაციის სლაიდებით წარმოდგენა.ვიმუშავეთ განმსაზღვრელ შეფასებებზე,გავეცანით შეფასების  ხვედრით წონას.

Saturday, June 16, 2018

მე-5 დღე

მეხუთე დღემ საინტერესოდ ჩაიარა,გავეცანით საავტორო უფლობებს,გადმოვწერეთ ვიდეოები,ფოტოები,ის მასალა,რომელიც დამჭირდება პროექტის შექმნისას.

მე-4 დღე

სამწუხაროდ, მეოთხე შეხვედრას ვერ დავესწარი,ჩემი სადამრიგებლო კლასი ექსკურსიაზე მყავდა წაყვანილი,რის გამოვაკლდი იმ საინტერესიო ტრენინგს ,რომელზეც შეფასება და სლაიდების შექმნა გაიარეთ,თუმცა დღეს გარკვეულწილად გავერკვიე შეხვედრის შინაარსში.

Saturday, June 9, 2018

მესამე დღე
დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა, ისევე,როგორც წინა ორმა შეხვედრამ.ვისწავლეთ სასწავლო პროექტის შედგენისას დასასმელი ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვების ერთმანეთისაგან გამიჯვნა და პრაქტიკაში გამოყენება.

Friday, June 8, 2018

IIდღე

ინტელის ტრენინგის მეორე დღეც საინტერესოდ წარიმართა,შევქმენით საკუთარი blogge,რაც ვფიქრობ მეტად საჭიროა ჰქონდეს პედაგოგს.გმადლობთ.

Saturday, June 2, 2018

Iდღე ინტელის

I დღე
ინტელის სამუშაო შეხვედრის პირველი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა,გავეცანი შეხვედრების გეგმას,თუ როგორ განვითარდება ჩვენი მომავალი შეხვედრები.რას გავაკეთებთ.შევქმენით საკუთარი ბლოგი,რომლზეც საკმაოდ დიდი ხანია ვოცნებობდი.მადლობა ტრენერ ქალბატონ ლია ნავროზაშვილის საინტერესო  და ნაყოფიერი შეხვედრისათვის.